წესები და პირობები

გთხოვთ, ვებგვერდის მეშვეობით პროდუქციის შეძენამდე ყურადღებით გაეცნოთ ვებგვერდის მოხმარების ქვემოთ მოცემულ წესებსა და პირობებს. თუ თქვენ არ ეთანხმებით აღნიშნულს, ვალდებული ხართ დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ ვებგვერდით სარგებლობა. პროდუქციის შეძენისას ყიდვის ღილაკზე დაკლიკებით, თქვენ ავტომატურ რეჟიმში ეთანხმებით წინამდებარე შეთანხმების დებულებებს.

 

ტერმინთა განმარტება

  • შპს ,,კომფორტი“; სავაჭრო ნიშნით: ,,ქართული თაფლის სამყარო“ - „Georgian Honey World”/; საიდენტიფიკაციო კოდი: 204882467; რეგისტრირებული მისამართი: თბილისი, ალ. იოსელიანის 22;
  • ვებ-გვერდი - georgianhoneyworld.ge რომლის მეშვეობითაც ხდება მომხმარებელთა მომსახურება;
  • პროდუქცია - პრემიუმ კლასის თაფლის პროდუქტების წარმოება;
  • პროდუქციის შეძენა - პროდუქციის ონლაინ შეძენა;
  • მომხმარებელი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ვებგვერდზე ყიდვის ღილაკზე დაკლიკებით ეთანხმება წინამდებარე წესებსა და პირობებს ან/და აწარმოებს კომუნიკაციას კომპანიასთან პროდუქციის შეძენის მიზნით;
  • შეთანხმება - მომხმარებელს და კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებს (მის დანართებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში), ონლაინ შეძენის პირობებს, მიწოდების პირობებს, (ასეთი სერვისებით სარგებლობის შემთხვევაში) პროდუქციის დაბრუნებისა და კონფიდენციალობის პოლიტიკას.

 

მხარეთა უფლება–მოვალეობები

კომპანიის ვებგვერდზე შეკვეთის/შეძენის განხორციელებისას თქვენ:

  • როგორც მომხმარებელი, იცავთ წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ ვებგვერდით სარგებლობის პირობებს.
  • წარმოადგენთ ჩვენს მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას იმისათვის, რომ ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით.
  • იღებთ პასუხისმგებლობას თქვენს მიერ მოწოდებული პირადი მონაცემების სანდოობასა და სიზუსტეზე.
  • იძლევით გარანტიას, რომ ის საბანკო ბარათი, რომლის დეტალებსაც გვაწვდით, იყენებთ მას მართლზომიერად, წარმოადგენს თქვენ პირად საბანკო ბარათს და მასზე განთავსებულია საკმარისი ოდენობის  თანხა გადახდის ოპერაციის განსახორციელებლად.
  • დაიცავთ ინტელექტუალურ უფლებებს.
  • არ განახორციელებთ ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის კოპირებასა და გავრცელებას ნებისმიერი სახით და ნებისმიერი მიზნებისთვის, კომპანიასთან შეუთანხმებლად.
  • არ წარმოადგენთ თავს სხვა პირად ან/და არ გამოიყენებთ სხვა პირის პირად მონაცემებს.
  • არ განახორციელებთ ისეთ ქმედებებს, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ვებგვერდის ან/და მომსახურების გამართულ მუშაობას.
  • არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და ამ შეთანხმებას.

 

ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ:

  • დავიცავთ წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ ვებგვერდით სარგებლობის პირობებს.
  • ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ვიზრუნებთ იმაზე, რომ თქვენი შეკვეთის და გადახდის დეტალები იყოს დაცული.
  • შეთანხმებაში არსებული ვადების დაცვით მოგაწვდით შეძენილ პროდუქციას თქვენს მიერ მითითებულ (შეთანხმებულ) მისამართზე.
  • არ განვახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და ამ ხელშეკრულებას.
  • თუ მიტანის სერვისი და/ან პროდუქცია არ არის ხელმისაწვდომი, ჩვენ ამის შესახებ გაცნობებთ SMS-ით, e-mail-ით ან სატელეფონო ზარით, ვებგვერდზე რეგისტრაციის ან შეკვეთის განხორციელების დროს, თქვენს მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე და დაგიბრუნებთ გადახდილ თანხას.

 

პროდუქციის შეძენა

  • კომპანიის ვებგვერდიდან პროდუქტის ონლაინ შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე ყიდვის ღილაკზე დაწკაპუნებით.
  • შეძენის განხორციელება შესაძლებელია კვირის ნებისმიერ დღეს, 24 საათის განმავლობაში.
  • პროდუქციის, მიტანის სერვისის ან სხვა დამატებითი ხარჯების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჯამური ფასი განსაზღვრულია (იხ. მიწოდების პოლიტიკა).
  • შეძენა შესაძლებელია შეკვეთილ პროდუქტზე ონლაინ გადახდის საშუალებით. გადახდისასშეგიძლიათ გამოიყენოთ საქართველოში მოქმედი ნებისმიერი ბანკის მიერ გამოშვებული და აღიარეული Visa, Master Card ან სხვა ბარათები.
  • ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, პერიოდულად შევცვალოთ ვებგვერდზე ხელმისაწვდომი პროდუქციის ჩამონათვალი და ფასები.
  • კომპანია უფლებამოსილია განახორციელოს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის რედაქტირება, წაშლა, დამატება, მოდიფიკაცია. იგი იტოვებს უფლებას პერიოდულად შეცვალოს ხელმისაწვდომი პროდუქციის ჩამონათვალი, პროდუქციის ფასი, შესყიდვის პირობები, მიტანის მომსახურების პირობები მომხმარებელთან წინასწარი გაფრთხილების გარეშე. მოდიფიცირებული შეთანხმება ძალაში შევა გამოქვეყნებიდან და იმოქმედებს საიტზე პუბლიკაციის შემდგომ განხორციელებულ გარიგებებზე.

 

მედიის მართვა

  • თქვენ თავად აგებთ პასუხისმგებლობას პროდუქციის გვერდზე როგორც ტექსტობრივ ისე ფოტო ფაილების შინაარსსა და ხარისხზე.
  • პროდუქციის გვერდზე თქვენს მიერ ატვირთული ტექსტობრივი და ფოტო მასალა არ უნდა შეიცავდეს მუქარას, ძალადობისა და ჩაგვრის მოწოდებას, არ უნდა იყოს დისკრიმინაციული რასის, ეთნიკური წარმოშობის, კანის ფერის, სქესის, რელიგიის, სოციალური სტუსის, სქესობრივი ორიენტაციისა და სხვა ნიშნების საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ.

 

პროდუქტის მიწოდება

  • ვებგვერდის საშუალებით შეძენილი პროდუქციის მიწოდებასთან დაკავშირებით, გთხოვთ, გაეცნოთ ვებგვერდზე განთავსებულ მიწოდების პირობებს.
  • ჩვენ მოგაწვდით პროდუქციას იმ მისამართზე, რომელიც თქვენ მიუთითეთ შეკვეთის განხორციელების დროს.
  • კომპნიისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო დაგვიანებული მიტანის შემთხვევაში, კომპანია არ გაგიუქმებთ შეკვეთას და არ აგინაზღაურებთ მიტანის საფასურს.
  • არასრული საკონტაქტო ინფორმაციის, არაზუსტი მისამართის და მოწოდების ინტრუქციების არ გაცნობისის შემთხვევაში, პროდუქტის მიწოდების შეფერხებაზე/შეუსრულებლობა პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. ასეთ შემთხვევებში შესაძლებელია შეკვეთილი პროდუქციის მიწოდება დაზუსტებულ მისამართზე განხორციელდეს ხელმეორედ, თუ თქვენ ადგილზე პროდუქციის მიტანისას, დამატებით გადაიხდით მიტანის საფასურს (მიწოდების ადგილმდებარეობის გათვალისწინებით).
  • თქვენ უნდა უზრუნველყოთ, რომ პროდუქციის მიწოდების დროს ადგილზე უზრუნველყოფილი იყოს ადეკვატური პირობები, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში ხელმისაწვდომი იყოს პროდუქციის უსაფრთხოდ მიწოდება. ჩვენ პასუხს არ ვაგებთ ნებისმიერ დაზიანებაზე, ღირებულებასა ან ხარჯზე, რომელიც შესაძლოა გაჩნდეს იმ შემთხვევაში თუ თქვენ ვერ უზრუნველყოფთ მიტანის ადგილზე მისასვლელად საჭირო შესაბამის პირობებს.

 

შეკვეთის გაუქმება

  • ჩვენ შეიძლება გავაუქმოთ შეკვეთა თუ რომელიმე პროდუქტი არ არის ხელმისაწვდომი რაიმე მიზეზის გამო. ჩვენ გაცნობებთ ამის შესახებ და დავაბრუნებთ თანხას, რომელიც თქვენ გადაიხადეთ.
  • თქვენ შეკვეთის გაუქმების უფლება არ გაქვთ.

 

პასუხისმგებლობის შეზღუდვა

  • გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თუ ვებგვერდზე შესვლა შეუძლებელია, შეფერხებულია ან შეზღუდულია ან თუ ვებგვერდი არ მუშაობს სწრაფად და გამართულად, არსებობს დიდი ალბათობა, იმისა, რომ თქვენ ვერ შეძლებთ მომსახურების მიღებას და თანხის გადახდა შესაძლებელია წარუმატებლად დასრულდეს. ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, ვალდებული ხართ თავი შეიკავოთ ვებგვერდის გამოყენებისგან. თუ აღნიშნულის მიუხედავად, თქვენ მაინც აგრძელებთ ვებგვერდით სარგებლობას, დამდგარ შედეგებზე და რისკებზე კომპანია არ იღებს პასუხიმგებელობას.
  • ჩვენ არ გვეკისრება პასუხიმგებლობა და ვალდებულება რაიმე სახის გარანტიის ან პირობის მიცემაზე ამ ვებგვერდთან დაკავშირებით; მათ შორის შეუსაბამობაზე ვებგვერდსა და მომხმარებლის ფაილებს ან მომხმარებლის მიერ ინტერნეტში გამოყენებულ სანავიგაციო პროგრამას (browser) ან ვებგვერდზე შესასვლელ სხვა პროგრამას შორის და სხვა პრობლემებზე, რომლებიც მომხმარებელს შეიძლება შეექმნას ჩვენგან დამოუკიდებელი პირობების/მიზეზების გამო.
  • ჩვენ გუნდი მუშაობს ვებგვერდზე უშეცდომო ინფორმაციის წარმოდგენის მიზნით. ჩვენ ბოდიშს ვიხდით წინასწარ, თუ აღნიშნულის მიუხედავად, ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია აღმოჩნდა არაზუსტი. ამავდროულად, ჩვენ შევეცდებით ყურადღება დავუთმოთ ვებგვერდის ტექნიკურ გამართულობას, რათ ამან იფუნქციონეროს უხარვეზოდ და დაცული იყოს ვირუსებისგან.
  • ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ ზიანზე, რაც თქვენ  მოგადგათ ჩვენი ბრალეული მოქმედების გამო იმ თანხის ფარგლებში, რაც თქვენს მიერ გადახდილია პროდუქციის შეძენისას/მომსახურების მიღებისას. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელნი თქვენს ნებისმიერ დანაკარგზე, ზიანსა თუ დანახარჯზე, მათ შორის თქვენი შემოსავლის პირდაპირ თუ არაპირდაპირ დაკარგვაზე რაც არ არის გამოწვეული ჩვენი ბრალეულობით.
  • ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენი ვებგვერდით სარგებლობისას კლიენტის ელექტრონული სისტემის (კომპიუტერი და სხვა) ხარვეზით გამოწვეულ ინფორმაციის დაგვიანებაზე, შეცდომებზე ან დაკარგვაზე, აგრეთვე ვირუსებზე ან სხვა დაბინძურებაზე.
  • ჩვენ პასუხს არ ვაგებთ პროდუქციის მიწოდების შეუსრულებლობაზე ან დაგვიანებაზე,    როდესაც ასეთი შეფერხებები გამოწვეულია ფაქტორებით, რომელთა განეიტრალება სცდება ჩვენ შესაძლებლობების გონივრულ ფარგლებს, როგორიც არის დაუძლეველი ძალა (ფორსმაჟორული მდგომარეობა) ან მესამე პირთა ქმედებები.
  • ჩვენ გადავდგით ყველა გონივრული ნაბიჯი იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ინტერნეტ თაღლითობა და უზრუნველვყოთ თქვენგან მიღებული პირადი მონაცემების მაქსიმალური უსაფრთხოება (იხ. კონფიდენციალური პოლიტიკა) მაგრამ ჩვენ ვერ ვიქნებით პასუხისმგებელი იმ ნაკლებად სავარაუდო შემთხვევაზე, როდესაც შეიძლება მოხდეს ჩვენს ან ჩვენს მიერ გამოყენებული მესამე პირების უსაფრთხო კომპიუტერულ სერვერებზე არაავტორიზებული პირების            შესვლა.
  • კომპანია იტოვებს უფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ არ დაუშვას ან სხვა სახით შეზღუდოს მომხმარებელთა მომსახურება.

 

ინტელექტუალური საკუთრება

აკრძალულია ამ ვებგვერდის შემცველობის უნებართვოდ მთლიანად ან ნაწილობრივ გამოქვეყნება, კოპირება, გადაცემა ან შენახვა. აკრძალვა არ ეხება კომპიუტერში შენახვას ან ამობეჭდვას, მხოლოდ პირადი გამოყენებისთვის. ციტირების შემთხვევაში აუცილებელია კანონმდებლობით დადგენლი საავტორო უფლებების დაცვა. დაუშვებელია ვებგვერდზე არსებული სავაჭრო ნიშნების და ლოგოების რეპროდუცირება, გამოქვეყნება ან გავრცელება შესაბამისი წინასწარი ნებართვის გარეშე უფლების მფლობელის მიერ წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

 

საჩივრები

ჩვენ ძალიან სერიოზულად აღვიქვამთ საჩივრებს და მიზნად ვისახავთ ვუპასუხოთ თქვენს საჩივარს 10 სამუშაო დღეში. საჩივარი გამოგზავნილი უნდა იქნას შემდეგ მისამართზე: info@georgianhoneyworld.ge

 

დასკვნითი ნაწილი

  • არ გამოიყენოთ ავტომატური სისტემა ან პროგრამა ჩვენი ვებგვერდიდან  პროდუქციის ონლაინ შეკვეთა/შეძენის ფუნქციასთან მიმართებაში.
  • არ შეაგროვოთ პერსონალური და იდენტიფიცირებადი ინფორმაცია ამ გვერდიდან, არ გამოიყენოთ ვებგვერდის მიერ მოწოდებული საკომუნიკაციო სისტემები კომერციული შუამავლობისთვის. არ უშუამავლოთ ვებგვერდის ნებისმიერ მომხმარებელს არანაირი მიზნით. არ გამოაქვეყნოთ ან არ გაავრცელოთ რაიმე ვაუჩერი და კოდი და არ გატეხოთ ეს ვებგვერდი.

 

წინამდებარე შეთანხმება შედგენილია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით. კომპანიასა და მომხმარებელს შორის შეთანხმების დადებისა და შესრულების ადგილად ითვლებაქ. თბილისი და შეთანხმებიდან გამომდინარე სადავო ურთიერთობები გადაწყდება ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმისწარმოების შედეგად საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილიწესით.