ქართული თაფლის სამყარო

საქართველოში არის უნიკალური ბუნებრივი რესურსი  მაღალი ხარისხის ბიო პროდუქციის დასამზადებლად, რომელიც მოთხოვნადი და დეფიციტურია. ეს პოტენციალი არ უნდა გაიხარჯოს დაბალი ხარისხის ფართო მოხმარების პროდუქციის წარმოებისათვის, რომლითაც  ბაზარი არის გადაჯერებული.

GEORGIAN HONEY WORLD  წარმოადგენს შპს “კომფორტის“ ერთ-ერთ მიმართულებას, რომელიც ორიენტირებულია მხოლოდ პრემიუმ კლასის  თაფლის პროდუქტების წარმოებაზე. ჩვენი საქმიანობის  არჩევანი შედგა ქართული თაფლის გარშემო, ეს იმიტომ, რომ   თაფლი წარმოადგენს ყველაზე მაღალ კვებით და სამკურნალო ღირებულებების  პროდუქტს პირველად საკვებ პროდუქტებს შორის. 

კომპანიის მიზანი არის  ქართული თაფლისა და მისი პროდუქტების   შესაბამისი სტატუსით წარმოჩენა და დამკვიდრება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე.

GeorgianHoneyWorld -ის ინტერნეტმაღაზიის გარდა აღნიშნული პროდუქციის  შეძენა შესაძლებელია მხოლოდ კომპანია „ბადაგის“ მაღაზიათა ქსელში, ქვემოთ მითითებულ მისამართებზე:

1. აღმაშენებლის ხეივანი 1 (დიღომი)
2. მარიჯანის 16 (ვაჟა-ფშაველა)
3. მიმინოშვილის 2 (ვერა)
4. მიცკევიჩის 18 (საბურთალო)