ჩვენმა კომპანიამ განახორციელა ინვესტიცია ფიჭის გადამამუშავებელი და ფირფიტების საბეჭდი კომპლექსის მოწყობაში.
აღნიშნული საწარმო დაკომპლექტებულია ბოლო თაობის უახლესი ტექნოლოგიური დანადგარებით, სადაც შესაძლებელია ფიჭის ინდივიდუალური გადადნობა და უმაღლესი ხარისხის ფირფიტების დაბეჭდვა:
თანამედროვე აღჭურვილობა უზრუნველყოფს გადასადნობი ფიჭებიდან 20-25%-ით მეტი ცვილის გამოყოფას, ვიდრე ეს შესაძლებელია საფუტკრე მეურნეობებში ფიჭის ტრადიციული გადადნობისას. სადნობ დანადგარში შესაძლებელია როგორც ჩარჩოებში განთავსებული, ასევე ჩარჩოებიდან მავთულებიანად ამოჭრილი ფიჭების გადადნობა.
საბეჭდი დანადგარი აწარმოებს დაუტკეპნავ ფიჭის ფირფიტებს ყალიბში ჩამოსხმის მეთოდით.
სამკონტურიანი ენერგოეფექტური ზეთის სტერილიზატორები უზრუნველყოფენ ცვილის გასტერილებას და დაწმენდას.
საწარმოში მკაცრად დაცულია მეფუტკრეთა ინდივიდუალური მომსახურების პირობები, სადაც შესაძლებელია მინიმუმ 1კგ ცვილის ინდივიდუალურად გადამუშავება და დაბეჭდვა.
საბეჭდი დანადგარის პროგრამული მართვის სისტემა უზრუნველყოფს დამკვეთის მიერ მოთხოვნილი ზომის (მინ.5X5სმ მაქს.30X45სმ) და წონის (70-110გრ) ფიჭის ფირფიტების დაბეჭდვას.
საბეჭდი დანადგარის ყალიბზე ცვილის მიწებების საწინააღმდეგოდ წყლის გაგრილების სისტემაში გამოყენებულია ბიოდეგრადირებადი აგენტი (Genapol UD 088), რომელიც იხმარება 100% ფუტკრის ცვილის ფიჭის ფირფიტების წარმოებისათვის.