თაფლის პროდუქტები
თაფლის არაყი
თაფლის არაყი
თაფლის არაყი
თაფლის არაყი

თაფლის არაყი

350 ml
30.00
checkout
ყიდვა

წარმოდგენილი თაფლის არაყი დამზადებულია თაფლის ღვინისაგან, რომლის ძირითად ინგრედიენტად გამოყენებულია საქართველოში მოწეული მონო და პოლიფლორული ნატურალური თაფლების თითქმის ყველა ნაირსახეობა.

თაფლის ღვინის დისტილირების ტრადიციულ ბაზაზე სპეციალურად შემუშავებული ტექნოლოგიური ციკლით უზრუნველყოფილია დისტილატში არომატის, საგემოვნო და სამკურნალო  ელემენტების   მაქსიმალური გამოვლინება.

გამოხდის შედეგად  მიღებული დისტილატის რეცეპტურით განსაზღვრულ  სიმაგრის (37,5%) კონდიციაზე მისაყვანად გამოყენებულია სპირტიანი სასმელებისათვის აუცილებელი მაღალი სტანდარტის დამუშავებული წყალი. ასიმილაციის პროცესის ერთგვაროვნების და სხვა დადებითი ეფექტების მაქსიმალური გამოვლინებისათვის ხდება ბოთლებში ჩამოსხმის 6 თვის განმავლობაში დაყოვნება და შემდგომ მინიმუმ 4 თვის განმავლობაში ბოთლებში დაძველება.

ბოთლის დამზადება  და დეკორირება განხორციელდა საფრანგეთში, კომპანია „SAVERGLASS” - ის მიერ, რომელიც წარმოადგენს მაღალი ხარისხის შუშის ბოთლების დამზადების, პერსონალიზაციისა და დეკორირების ლიდერს მსოფლიოში და  ძირითადად თანამშრომლობს პრემიუმ და სუპერ-პრემიუმ  ღვინოებისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებთან. 

ინგრედიენტების რაოდენობრივი დეფიციტი და წარმოების სრული ტექნოლოგიური ციკლისათვის საჭირო ხანგრძლივი დრო განაპირობებს პროდუქციის  შეზღუდული რაოდენობით წარმოებას.

GeorgianHoneyWorld -ის ინტერნეტმაღაზიის გარდა აღნიშნული პროდუქციის  შეძენა შესაძლებელია მხოლოდ კომპანია „ბადაგის“ მაღაზიათა ქსელში, ქვემოთ მითითებულ მისამართებზე:

1. აღმაშენებლის ხეივანი1 (დიღომი)
2. მარიჯანის 16 (ვაჟა-ფშაველა)
3. მიმინოშვილის 2 (ვერა)
4. მიცკევიჩის 18 (საბურთალო)
 

თაფლის არაყი