თაფლის პროდუქტები
თაფლის ძმარი
თაფლის ძმარი
თაფლის ძმარი
თაფლის ძმარი

თაფლის ძმარი

350 ml
20.00
checkout
ყიდვა

წარმოდგენილი თაფლის ძმრის ძირითად ინგრედიენტად გამოყენებულია საქართველოში მოწეული მონო და პოლიფლორული ნატურალური თაფლის თითქმის ყველა ნაირსახეობა. თაფლის ძმარი წარმოადგენს უნიკალურ პროდუქტს, რომლის შემადგენლობაში შედის ადამიანის ორგანიზმისათვის საჭირო მრავალი სასარგებლო ნივთიერება და გააჩნია ძლიერი სამკურნალო თვისებები.

თაფლის ძმარი არის იდეალური დამხმარე საშუალება წონის კორექციისათვის. შეიცავს კალიუმს, რომელიც ხელს უწყობს სხვა ელემენტების, როგორიცაა რკინა, კალციუმი, ფოსფორი და გოგირდი უჯრედულ მეტაბოლიზმში ჩართვას, რაც უზრუნველყოფს წონის კორექციის დიეტების ეფექტურობას.

თაფლის ძმარი შეიცავს A და B ვიტამინებს, ფლავონოიდებს, ჩანაცვლებად და ჩაუნაცვლებად ამინომჟავებს. თაფლის ძმარი ახდენს სისხლში ქოლესტერინის დონის სტაბილიზირებას, ათხელებს სისხლს და აუმჯობესებს მის ცირკულაციას, ახდენს არტერიული წნევის ნორმალიზებას, აუმჯობესებს გულსისხლძარღვთა სისტემის, ღვიძლის და თირკმელების ფუნქციონერებას, ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის ნორმალიზაციას. ახდენს ალერგიული დაავადებებისა და აპათიური მდგომარეობის პრევენციას.

თაფლის ძმარი უზრუნველყოფს ადამიანის ორგანიზმის მინერალური ნივთიერებებით, ორგანული მჟავებით, ფერმენტებით, ვიტამინებითა და ფიტონციდებით მომარაგებას.

თაფლის ძმარი უჯრედულ დონეზე ახდენს დადებითად ზემოქმედებას ადამიანის ორგანიზმზე. იგი შეიცავს ორგანულ მჟავებს რომლებიც შლიან ადამიანის ორგანიზმში ცხოველქმედების  შედეგად წლების განმავლობაში დაგროვილ ნალექებს.

თაფლის ძმარი არის იმუნური სისტემის სტიმულატორი, აბრკოლებს ორგანიზმში პათოგენური მიკროფლორის, ვირუსების და სხვა პარაზიტების გავრცელებას. ის საუკეთესოა პირის ღრუსა და ყელის სადენზიფექციოდ, მყისიერად ბლოკავს და ანეიტრალებს მიმდინარე ანთებით პროცესებს. ძალიან ეფექტურია ხმის ჩახლეჩის დროს.

თაფლის ძმარი არის კანის მოვლის იდეალური ბუნებრივი  საშუალება. ის კვებავს და აახალგაზრდავებს კანს.

თაფლის ძმარი უნიკალურია კულინარიული საგემოვნო კუთხით, როგორც საკმაზ-სანელებელი და მარინადის ინგრედიენტი, ასევე გამოიყენება როგორც საკვები პროდუქტების ბუნებრივი კონსერვანტი.

თაფლის ძმრის შინაგანად მიღება (და არა გამოვლება) არ არის რეკომენდირებული მათთვის, ვისაც აღენიშნებათ საყლაპავის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები ან გასტრიტი.

ბოთლის დამზადება და დეკორირება განხორციელდა საფრანგეთში კომპანია „SAVERGLASS” - ის მიერ, რომელიც წარმოადგენს მაღალი ხარისხის შუშის ბოთლების წარმოების, პერსონალიზაციისა და დეკორირების ლიდერს მსოფლიოში,  ძირითადად თანამშრომლობს პრემიუმ და სუპერ-პრემიუმ  ღვინოებისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებთან. 

ინგრედიენტების რაოდენობრივი დეფიციტი და წარმოების სრული ტექნოლოგიური ციკლისათვის საჭირო ხანგრძლივი დრო განაპირობებს პროდუქციის  შეზღუდული რაოდენობით წარმოებას.

 

დანიშნულება:

წონის კორექციისათვის: 1 სუფრის კოვზი (15მლ) ძმარი 1ჭიქა (150მლ) წყალთან დღეში 3 ჯერ ჭამამდე ½ საათით ადრე.

ჰიპერტონიის დროს: 1 სუფრის კოვზი (15მლ) ძმარი 1ჭიქა (150მლ) ანადუღარ ცივ წყალთან დღეში 2 ჯერ.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალიზებისათვის: 1 სუფრის კოვზი (15მლ) ძმარი 1ჭიქა (150მლ) მაწონთან დღეში 3 ჯერ.

ყელისა და პირის ღრუსა ინფექციური დაავადებების დროს: 2 სუფრის კოვზი (30მლ) ძმარი 2 სუფრის კოვზი (30მლ) წყალთან გამოვლება 3-4 ჯერ  15 წუთიანი ინტერვალით.

ფსორიაზის დროს კანის რეგენერაციისათვის: ძმარში გაჟღენთილი სტერილური დოლბანდის  საფენები დაზიანებულ კანის მონაკვეთებზე დოლბანდის გაშრობამდე დღეში 3-4 ჯერ.

პირის ღრუს სადეზინფექციოდ: 2 სუფრის კოვზი (30მლ) ძმარი 1ჭიქა (150გრ) წყალთან.   

კანის მოსავლელად: ძმარში დასველებული ბამბის ტამპონით კანის გაწმენდა დღეში 1 ჯერ.

ზოგადი პროფილაქტიკისათვის: 2 სუფრის კოვზი (30მლ) ძმარი 1ჭიქა (200მლ) წყალთან დილით ჭამამდე ½ საათით ადრე.


GeorgianHoneyWorld -ის ინტერნეტმაღაზიის გარდა აღნიშნული პროდუქციის  შეძენა შესაძლებელია მხოლოდ კომპანია „ბადაგის“ მაღაზიათა ქსელში, ქვემოთ მითითებულ მისამართებზე:

1. აღმაშენებლის ხეივანი1 (დიღომი)
2. მარიჯანის 16 (ვაჟა-ფშაველა)
3. მიმინოშვილის 2 (ვერა)
4. მიცკევიჩის 18 (საბურთალო)

თაფლის ძმარი